მუსიკალური ჟანრები


   როგორც ვიცი მუსიკაში არსებობს სხვადასხვა ჟანრები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან სტრუქტურითა, თუ ჟღერადობით. ესენია

ბლუზი, ელექტრონული მუსიკავესტერნი, კამერული მუსიკა, კლასიკური მუსიკა , კომიკური ოპერა, მარში, ოპერა, ოპერეტა, პანკი, პასტპრალი, პოპ-მუსიკა, რაფსოდია, რეგი, რეპი, როკ-მუსიკა, მეტალი, საესტრადო მუსიკა, სიმფონია, სიმღერა, სიუიტა, სონატა, სოული, ტანგო, ქანთრი, ხალხური მუსიკა, შანსონიჯაზიჰეროიკული ოპერა, ჰიმნი.

   ზემოთ მოყვანილი თითოეული ჟანრი ახდენს თავისებურ ზეგავლენას ადამიანზე.ზოგისთის მისაღებია მაგალითად როკი, რომელიც თავის დროზე ძალიან იზიდავდა ახალგაზრდობას და იწვევდა კონფლიკტს ეკლესიის წარმომადგენლებთან, თუმცა უფრო ცუდ დამოკიდებულებაშია metal ჟანრი  ეკლესიასთან , რომელის შექმნა როკ მუსიკის განვითარებამ განაპირობა. ითვლება, რომ metal სტილი ჯგუფი black Sabbath_დან იღებს სათავეს. სწორედ black Sabbath_ის გიტარისტმა Tony Iommi_იმ შექმნა პირველი metal riffs (ანუ გიტარის პარტია რომელსაც მუსიკა მიჰყავს). დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია thrash metal. ამ სტილში ძალიან დიდი წარმატებით მოღვაწეობს ჩემი საყვარელი ჯგუფი metallica.  

   მოგეხსნებათ ყველა ჟანრს ჰყავს ერთი გამორჩეული მომღერალი მაინც, რომელმაც შეძლო ყველაზე დიდი პოპულარობა მოეპოვა თავის ჟანრში. მაგალითად, ნაკლებად პოპულარული ჟანრი, რეგი, რომელშიც ვერავინ ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორც ბობ მარლიმ. უამრავი ვარსკვლავი ჰყავს პოპის ჟანრს, მათ შორის შეგვიძია გმოვარჩიოთ მაიკლ ჯექსონი, რომელიც პოპის მეფედაა აღიარებული, მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ჟანრი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ყველასათვის ცნობილი ჯგუფი, THE BEATLES. ისინი, დღესაც უდიდეს სიყვარულს და მოწონებას იღებენ მსმენელისაგან. მუსიკაზე საუბრის დროს, არ შეიძლება, რომ არ ვახსენოთ Rock-n-roll– ის მეფე, ელვის პრესლი. მისი სიმღერის მანერა შოკში აგდებდა უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ქალებს იგი უყვარდათ, კაცებს უნდოდათ ყოფილიყვნენ ისეთები როგორც იყო. ალბათ, ყველას გვახსოვს ჯგუფი Queen– და მისი სოლისტი, ამჟამად გარდაცვლილი ფრედი მერკური. მან, შექმნა ისეთი სიმღერა, რომლის სახელწოდებამაც კი შეძლო ბევრი ეთქვა მსმენელისათვის. „Show must go on” , ანუ, „ შოუ უნდა გაგრძელდეს“, ასე ერქვა სიმღერას. ეს სიმღერა, მან პირველად შეასრულა სცენაზე, როდესაც გაიგო თავისი ავადმყოფობის შესახებ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მნიშვნელობა და დატვირთვაც ექნებოდა ამის შესრულებას. ამ ადამიანების მუსიკამ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ზოგადად ბევრი ადამიანის აზროვნებაზე. მათ გააჩნდათ დიდი ძალაუფლება მუსიკის და თავიანთი სიმღერების სახით, რადგან ამ ყველაფრით, ყველა ნამღერი სიტყვით, ყველა ნამღერი ნოტით, მათ შეეძლოდ ადამიანის აზროვნების მართვა.



წყარო1  წყარო2