მუსიკის სამკურნალოდ გამოყენება


სხვათაშორის მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ. მაგალითად საბერძნეთში, ეპიდავროსის ტაძარში, ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერ დაავადებულთა მკურნალობის მიზნით. პითაგორას თქმით კი „მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას“.
ძველი დროის ექმიმები --ჰიპოკრატე,თეოფრასტე,ცელსიუსი, აურელიანუსი,გალენი და სხვ.თავანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელთა სულიერად დაავადებული მეფე საული მშვიდდებოდა, როდესაც დავითის სიმღერას და ქნარზე დაკვრას უსმენდა.დღესაც,იტალიის ქალაქებში,საფრანგეთში(წმ.მადლენას ჰოსპიტალში),გერმანიაში(ჰალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში)და სხვაგან,ფსიქიურად და ნერვიულად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუსიკას.
ყაზახელმა პროფესორმა დოგელმა დაამტკიცა, რომ მუსიკალური ბგერების სხვადასხვა სიმაღლე,ძალა და ტემბრი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის სისხლის მიმოქცევაზე, გულისცემის აჩქარება-შენელებაზე, მაჯისცემის ტალღის აწევა-დაწევაზე. გერმანელი პროფესორ ჰ.მენტცის აზრით სასიამოვნო ბგერები ანელებენ გულის მუშაობას,ხოლო უსიამო ბგერები აჩქარებენ. პარიზის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფესორმა ფერემ დაასკვნა, რომ მხიარული მელოდიები აფართოებენ სისხლძარღვებს და აძლიერებენ კუნთობვან ენერგიას, ხოლო ნაღვლიანი,დეპრესიული, სევდიანი მელოდიები იქვევენ კუნთოვანი ენერგიის მოდუნებას.
სათანადოდ შერჩეულმა მუსიკამ შეიძლება თავისებური კათარზისის როლი ითამაშოს , ე.ი. მოხსნას, განმუხტოს ადამიანში დაგროვილი მძაფრი ვნებანი,მძიმე განცდები, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტები.მუსიკით შეიძლება შესუსტდეს მეტისმეტი აღგზნებულობა ,მოიხსნას დამქანცველი ნერვიული და ფიზიკური გადაღლილობა ან პირიქით, გაძლიერდეს, აღიგრძნოს .შესაბამისად იმისდა მიხედვით თუ რა მუსიკას უსმენს ადამიანი შეიძლება გავარკვიოთ მისი შინაგანი მდგომარეობა, დავინახოთ მისი სულიერი განცდები, ფიქრები , ჩამოვაყალიბოთ ადამიანის სულიერი პორტრეტი და საერთოდ ვიმსჯელოთ ამ ადამიანის რაობაზე. კონკრეტულად კი ესა თუ ის მუსიკალური მიმდინარეობა, ჟანრი , რომელსაც პიროვნება უსმენს ნათლად მიუთითებს თუ რა სახის ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა , როგორი სულიერი სიცარიელის შესავსებად სჭირდება მას ეს მუსიკა და რა სახის დეპრესია შეიძლება დაემართოს მას.
უნდა აღინიშნოს, რომ თავისი სიღრმით,ხარისხის და სიმძიმის მიხედვით დეპრესია შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, დაწყებული იოლი სუბდეპრესიული მდგომარეობიდან ნორმაში, მძიმე აუტოაგრესიამდე.( გააჩნია რა მუსიკას უსმენს -ანუ "პაპსადან"---"ბლექამდე").განმარტოება, საზოგადოებიდან მოწყვეტა,ნდობის ნაკლი,სულიერი სიცარიელის განცდა,რწმენის დაკარგვა,შიში,ღელვა,ეჭვი,უიმედობის გრძნობა, მოუსვენრობა, დარდი , ზოგჯერ თვითდამცირებაც კი ---განეკუთვნება სუბ-ანდა ჰიპოდეპრესიებს. მძიმე დეპრესიულ გამოვლინებებში შეიძლება წარმოდგენილი იქნას,როგორც აზრი საკუთარი დანაშაულისა და ცოდვის განცდა, უიმედობა აწმყოში და სრული წყვდიადი მომავალში,აუტოაგრესია ,თვითდასჯის ცდები და სუიციდი.