რომელია გემოვნებიანი მუსიკა?

მოგეხსენებათ ბევრჯერ გაგვიგია ეს კითხვა თუ რომელია გემოვნებიანი მუსიკა. მე პირადად სრულიად სულელურ კითხვად მიმაჩნია, რადგან ყველა ჟანრს აქვს თავისი ხიბლი და მოსმენის თავისებური კულტურა, თუმცა ბევრი “ბრძენი” თვლის რომ კლასიკური მუსიკა არი ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი და მოცარტს ან თუნდაც ჰენდელს თუ მოუსმინა თავი გამოვნებიან მსმენელად მიაჩნია. მე კიდევ ვფიქრობ, რომ კლასიკური მუსიკა გამოირჩევა რთული აგებულებით და ყურიც კარგი უნდა გქონდეს რომ ამდენი ინსტრუმენტით შესრულებული პარტია აღიქვა და გონებაში გადაამუშავო. ანუ გამოდის რომ გემოვნება=სირთულის, ეს კიდე სულაც არ არი სწორი რადგან გემოვნებიანი მუსიკა სულ სხვა რამეა და რთული სულ სხვა რამ. იმიტომ, რომ როგორც ზემოთ ვახსენე ყველა ჟანრს აქვს თავისი ხიბლი და თუ მას გემო ვერ გაუსინჯე არ უნდა უარყო. მე პირადად ჯაზს ვერ ვუსმენ ალბათ სწორედ ეგ ხიბლი ვერ დავინახე და მაგიტომაც. ამიტომ ყველა ჯანს უნდა ვცეთ პატივი (ნუ გამონაკლისების გარდა და რა გამონაკლისებზეა საუბარი ამას თქვენც მიხვდებით :) )