მუსიკა, რა შეგვიძლია ვთქვათ მასსზე? ალბათ, მისი ერთ ერთი უმთავრესი მოვალეობაა, გარკვეული ზეგავლენა იქონიოს ზოგადად ადამიანის ფენომენზე და მის შინაგან სამყაროზე. მუსიკა არის ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ. მაგალითად საბერძნეთში ეპიდავროსის ტაძარში , ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერ დაავადებულთა მკურნალობის მიზნით.პითაგორას თქმით "მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას." მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა, მისი განცდილი გრძნობები, ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მუსიკის მოსმენისას დავადგინოთ, მაჟორულია ეს ნაწარმოები თუ მინორული (მინორული ნიშნავს სევდიანს ხოლო მაჟორული საპირისპიროს). მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით (ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ არსებობს კიდევ ერთი ჩაწერის ხერხი, რომელსაც TAB უწოდებენ. ასეთ ჩანაწერებს ხშირად დამწყები გიტარისტები იყენებენ) და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. ხელოვნების სხვა დარგებიდან განსხვავებით მუსიკა არის ისეთი დარგი, რომელსაც ვერ დაინახავ და ვერ შეეხები, ამავდროულად მისი აღქმა მხოლო და მხოლოდ სმენით შეგვიძლია. ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.